ფოთში, ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა ჯავახიშვილის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ ტრაილერს შეეჯახა. მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
დაღუპული ახალგაზრდა, სავალდებულო სამსახურს შავნაბადას ბაზაზე იხდიდა.