ფოთის 70- ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10:00 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი  3 208 მოქალაქემ დააფიქსირა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 7, 2 % შეადგენს.

საოლქოს თავმჯდომარის, სალომე როდონაიას განცხადებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მისივე თქმით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაიწერა საჩივრები, თუმცა როგორც ის ამბობს , ეს არჩევნების პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს. 

ცნობისთვის, ფოთში 23 საარჩევნო უბანია გახსნილი და 40 479 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს.