ფერისცვალების დღეს ბახმაროში ტრადიციული დოღი გაიმართება.

 მასში ცხენოსნები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილეობენ.

ტრადიციული დოღი ბახმაროში თითქმის საუკუნეს ითვლის და საფუძველი გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა, რომლის მიზანიც ბახმაროს პოპულარიზაცია და სპორტის განვითარებაა.

ვინ დაეუფლება ბახმაროს თასს - ეს დღის მეორე ნახევრიდან გახდება ცნობილი. გამარჯვებულისთვის დაწესებულია ფულადი პრიზი.

ბახმაროში სტუმრებს მრავალფეროვან ღონისძიებებზე იწვევენ. დაგეგმილია საბავშვო გასართობი აქტივობები, ადგილობრივი მეწარმეების, გურული მეღვინეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, იგეგმება კონცერტები. საღამო ბახმაროში ფეიერვერკით და ელექტრონული მუსიკით დასრულდება.