სამართალდარღვევებიდან 49 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 209 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“
დასაწყობდა.

სამართალდარღვევის 86 ფაქტი გამოავლინეს


ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 1 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 15 - სამცხე-ჯავახეთის, 9- გურიის, 8 - ქვემო ქართლის, 1-სამეგრელო-ზემო სვანეთის, 2- კახეთის, 1- მცხეთა-მთიანეთის და 12 რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.


აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-მაისის თვეში, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 223 ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 485 კუბური მეტრი შეადგინა. 


რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ, ასევე გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 37 ფაქტი; მათ შორის, 36 ფაქტი გამოვლინდა ბახმაროში, ერთი - თელავში.


აღსანიშნავია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის მთელ პერიმეტრზე განთავსებულია ფოტოხაფანგებიც, რაც,  სატყეო სამსახურის თანამშრომლების პატრულირებასთან ერთად, სამართალდარღვევის ფაქტების ოპერატიულად გამოვლენის საშუალებას იძლევა.