გაზეთ „სამტრედიის მაცნე" -ს 91 წლის იუბილესთან დაკავშირებით შემოქმედებითი შეხვედრა გაიმართა.
  შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, კულტურის სამსახურის უფროსთან, ნატალია მანჯგალაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სამტრედიის მაცნეს იუბილე მიულოცა. 🔉„ვულოცავ გაზეთ „სამტრედიის მაცნეს" და მის მთელ შემოქმედებით ჯგუფს 91 წლის იუბილეს. „სამტრედიის მაცნე" ჩვენი ქალაქის ისტორიის ღირსეული მატარებელია. გაზეთის ფურცლები უტყუარი მემატიანეა სამტრედიისა და დღემდე ასე გრძელდება. ვულოცავ რედაქციის ყველა თანამშრომელს გაზეთის 91 წლის იუბილეს. დიდხანს და განუხრელად იმსახურეთ სიმართლის სადარაჯოზე!“ - აღნიშნა მუნიციპალიტეტი მერმა, დავით ბახტაძემ. ღონისძიების ბოლოს, მედიის წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტის მერმა, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.