ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა სამეგრელოში. ქარმა წააქცია მრავალწლოვანი ხეები, რამაც ზოგიერთი მიმართულებით გადაადგილების პრობლემა შექმნა, თუმცა ყველა ფაქტზე მუნიციპალური სამსახურების რეაგირება იყო დროული და მოძრაობის აღდგენა უმოკლეს პერიოდში მოხდა.
რამდენიმე მუნიციპალიტეტში ქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, თუმცა ყველა პრობლემურ ადგილზე ,,ენერგო პრო ჰოლდინგის” ბრიგადები მუშაობენ და აბონენტებს ელექტრო ენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ.
სტიქიამ ზუგდიდის, ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში ასევე დააზიანა რამდენიმე კერძო სახლის სახურავიც, მუნიციპალიტეტების ზარალის დამთვლელი კომისიების მიერ მოხდება ზარალის დათვლა და შესაბამისი რეაგირება.
ადგილზე ვითარებას მოადგილეებთან ერთად ეცნობა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია. ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში.