წაქცეულია ხეები, გადახდილია სახლების სახურავები, უამინდობამ დააზიანა მუნიციპალური ინფრატრუქტურა. ელექტროენერგია, ამ დრომდე არ მიეწოდება, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს.
ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის დაზიანებების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მუნიციპალიიტეტის მერის განმარტებით, შეტყობინებების საფუძველზე, საცხოვრებელი სახლების სახურავების აღდგენა, მერის წარმომადგენლების მიერ, ადგილზე გასვლის, აღრიცხვისა და შესწავლის შემდეგ მოხდება.
"ამ დროისთვის დაწყებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძლიერი ქარის შედეგად არსებული დაზიანებების აღდგენითი სამუშაოები. ასევე მიმდინარეობს ყველა შემთხვევის შესწავლა, აღწერა.
ღამით განვითარებული ძლიერი ქარის შედეგად, ზარალი მიადგა საცხოვრებელ სახლებს და მრავალწლოვან ნარგავებს.
მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და დილიდან განახლდა სამაშველო სამსახურის, მერიის, ასევე ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლების მიერ საჭირო ღონისძიებების გატარება. მიმდინარეობს წაქცეული ხეებისგან გზების გასუფთავება, ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები.
რაც შეეხება საცხოვრებელი სახლების სახურავებს, მერის წარმომადგენლების მიერ მოხდება ყველა შეტყობინებაზე ადგილზე გასვლა, აღრიცხვა, შესწავლა და შემდგომ დაიწყება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
ყველა შეტყობინებაზე ხდება დროული რეაგირება. შესაძლებლობის ფარგლებში, ეტაპობრივად დაიწყება საკითხების მოგვარდება" -აცხადებს, ქობულეთის მერი, ლევან ზოიძე.