სტიქიაა გურჯაანის მუნიციპალიტეტში. ხევი ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა, ქუჩები დატბორა და ავტომანქანები წაიღო. ამის ამსახველ კადრებს "ფეისბუკის" მომხმარებელი ბერდია გეზელაშვილი ავრცელებს.
დაისეტყვა ახაშენი და მიმდებარე სოფლები, გურჯაანში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. ზარალის ოდენობის შესახებ დამატებით დეტალებს „აიპრესი“ ამ წუთებში არკვევს.