აღნიშნული გზა მეწყრულ ტერიტორიას ეკუთვნის და მას გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა.

გუშინ უხვი ნალექის შედეგად მეწყრულმა პროცესმა გზა მთლიანად წაიღო, სოფელს შემოვლითი გზა აქვს და ადგილობრივები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.
სტიქიის ზონაში მცხოვრებ მოქალაქეებს დღეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის  და ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე დილიდან მობილიზებულია ა.ა.ი.პ ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების თანამშრომლები.
 სოფელ წითელხევში ჭალის უბანში მეწყრულ  ზონაში 8 ოჯახი ცხოვრობს,   მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აღნიშნულ ტერიტორიას გეოლოგები მყისიერად შეისწავლიან, მანამდე კი  ყველა ადგილობრივის დროებით საცხოვრებელს, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე  მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.