სტიქიის ზონაში დაბალი ხილვადობის გამო წუხელ გვიან ღამით შეწყვეტილი სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან აქტიურად გრძელდება.
ადგილზე მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა. მეწყრულ ზონასთან ახლოს მცხოვრები 7 ოჯახი უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში გუშინ განვითარებულმა მეწყერმა ოთხი საცხოვრებელი სახლი მოიყოლა, სტიქიას უკვე 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.