ძლიერმა ქარმა დაბა ჩაქვსა და ქობულეთში სკოლების ნაწილს სახურავები გადახადა.
ძლიერი ქარის გამო, სკოლის ეზოში ევკალიპტის ხეები წაიქცა, რამაც სკოლის შენობის ფასადი და ეზოს ინფრასტრუქტურა დააზიანა.
მოგლეჯილი ხეების გამო ჩახერგილია სკოლის ეზოც, გაწმენდითი სამუშაოები ხვალამდე უნდა დასრულდეს.
სახურავის ნაწილი გადახადა ქარმა ქობულეთის მეხუთე სკოლასაც, სადაც ამ დროისთვის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, მოსწავლეები კი, დროებით ქობულეთის მე-6 საჯარო სკოლაში აგრძელებენ სწავლას.