ბათუმში, სასტუმრო "ლ. ბაკურში" გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. 

ინფორმაციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი სასტუმროში ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ადგილზე იმყოფებოდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯფუგები.