პროექტის ფარგლებში მოეწყო ატრაქციონები, დეკორატიული მოაჯირები, მწვანე საფარი და განათების სისტემა. ასევე განთავსდა ფანჩატურები და საპარკო ინვენტარი.
„საპარკინგე ინფრასტრუქტურა განხლდა სრულად, ასევე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და გარეგანათების ახალი სისტემა, ამავდროულად, სპორტული და სარეკრეაციო სივრცე. ასეთი პროექტები, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისათავის, მისი განვითარებისათვის, განსაკუთრებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ეზოებისათვის“,-აცხადებს, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი.
სამუშაოების ღირებულება 473 ათას ლარს აღემატება.
წელს ბათუმში 20 ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა და რეაბილიტირდება.