ბათუმში გაზაფხული-ზაფხულის სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილების დარგვა ყოველდღიურად მიმდინარეობს.

სკვერებში, პარკებში, წრიულებსა და გზაგამყოფებზე სხვადასხვა ფერის 900 000 -მდე ჩითილი დაირგვება. 
სამუშაოები ეტაპობრივად გაგრძელდება ქალაქის მთელ ტერიტორიაზე.