სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა,  მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში, იმ ტერიტორიებზე,  სადაც ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების კერები აღინიშნებოდა, მცენარეები სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით დაამუშავეს.

აღსანიშნავია, რომ საკურორტო ზონაში მავნებლის საწინააღმდეგოდ გამოყენებული იყო   ბიოლოგიური ინსექტიციდი  (მოქმედი ნივთიერება Bacillus thuringiensis).  ღონისძიებები ბათუმის მერიასთან თანამშრომლობით და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით განხორციელდა. 

 სურსათის ეროვნული სააგენტო,  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამერიკული თეთრი პეპლის (Hyphantria cunea) საწინააღმდეგოდ  კომპლექსურ ღონისძიებებს (მონიტორინგი, მცენარეული საფარის დამუშავება) სისტემატიურად ახორციელებს. მავნებელი  დასავლეთ    და აღმოსავლეთ   საქართველოში  ფიქსირდება.  მიმდინარე წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე დამუშავებულია 3900 ჰექტარი   ფართობი.