ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური ქალაქის ტერიტორიაზე მცენარეთა დეკორატიულ გასხვლა-ფორმირების სამუშაოებს ახორციელებს.


პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სკვერებში, პარკებსა და წრიულებში  სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილებისა და მცენარეთა ძირების მოწესრიგება, სამუშაოები ეტაპობრივად გაგრძელდება ქალაქის მთელ ტერიტორიაზე.