ღვინის ლაბორატორიამ დღეიდან სატესტო რეჟიმში დაიწყო მუშაობა.
ლაბორატორიის ოპერირებას, იმერული ღვინის ასოციაცია ახორციელებს.
ღვინის ლაბორატორია ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარციხეში არსებულ ბიზნეს განვითარებისა და ტურიზმის მომსახურების ცენტრის შენობაში "ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD)ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი"(CESL) -ის ფარგლებში მოეწყო.
ღვინის ლაბორატორიის დასრულებულ პროექტს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე და მერიის ადგილობრივ და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი თინა აბულაძე გაეცნო.
ლაბორატორია პირველ ჯერზე შიდა ბაზრის მოთხოვნებზე გაივლის აკრედიტაციას 1 წლის ვადაში და 2 წლის თავზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აკრედიტაცია ექნება.