ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში, შინდისში გმირულად დაღუპული ფელიქს კაკაურიძის და ზვიად კაცაძის ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი საფლავები ყვავივლებით შეამკეს.
სასულიერო პირებმა კი პანაშვიდი გადაიხადეს.
დღესვე ყვავილებით შეამკეს, ქალაქ ბაღდათში ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და სოფელ დიმში გმირთა დედის ბიუსტი.
2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი შესრულდა. ეს პერიოდი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ- ერთი ტრაგიკული თარიღია.