ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე გურამ კიკნაველიძესთან ერთად, ბაღდათში მცხოვრებ ღვაწლმოსილ პედაგოგ გუგული კოხოძეს 93 წლის იუბილე მიულოცა.


გუგული კოხოძე ბაღდათის  მეორე საჯარო სკოლაში  42 წელი  პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა და  არაერთი თაობა აღუზრდია.

"ქალბატონ გუგულის ვულოცავ 93 წლის იუბილეს, ვუსურვებ ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს. მისი ღვაწლი დიდია ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების აღზრდაში. ის  ბაღდათის მეორე საჯარო სკოლაში, ოთხი ათეული წელი აქტიურად ეწეოდა დაწყებითი განათლების პედაგოგიკას. მან არაერთი ღირსეულ თაობას შეასწავლა ანბანი,  შთააგონა მშობლიური ენის სიყვარული, მისი ღვაწლი დიდია, როგორც მეორე საჯარო სკოლის, ასევ ჩვენი მუნიციპალიტეტის წინაშე. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქალბატონ გუგულის იუბილეს." განაცხადა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ.