სასკოლო კლუბების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში 2018 წელს სამინისტრომ ჩვიდმეტი სასკოლო კლუბის ინიციატივა დააფინანსა. მათ შორისაა სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის სასკოლო კლუბი „პალიტრა“. კლუბის მიზანია მოსწავლეები დაეუფლონ ხელოვნების დარგებს: ფერწერა, ძერწვა, ორიგამი. სასწავლო წლის განმავლობაში, მოეწყოს გამოფენები და მოხდეს მოსწავლეების ჩართულობა სხვადასხვა სოციალური აქტივობაში ხელოვნების გზით. „ხატვის წრეზე მოსწავლეები შეისწავლიან აკადემიური ხატვის საფუძვლებს. ისინი შეისწავლიან ისეთ ცნებებს, როგორიცაა ფერთა პალიტრა, გეომეტრიული ფორმები, ფორმა სივრცესთან მიმართებაში, დომინანტი ფიგურა, ფონი, ანტურაჟი და ა.შ. ვფიქრობ მსგავსი აქტივობებით მოსწავლეები მიიღებენ ზოგად ინფორმაციას ხელოვნების ამ დარგის შესახებ, რაც დაეხმარება მოსწავლეებს ეზიაროს მშვენიერებას და ჩამოუყალიბოს ესთეტიკური გემოვნება“ – კლუბის ხელმძღვანელი მანანა კოჩალიძე. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო წარმატებებს უსურვებს კლუბ „პალიტრას“