ავარიის  შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მას ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. ის კლინიკაში ქალა ტვინის მრავლობითი ტრავმებით შეიყვანეს. 

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა, არსებული ინფორმაციით ავტომობილი მდინარეში გადავარდა.

შს სამინისტრომ   გამოძიება 276-ე მუხლით  დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.