ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, საცხოვრებელი სახლის კედლის ჩამონგრევას, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა კიდევ ერთი პირი.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ახალციხელები არიან.
როგორც „აიპრესს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.