აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცა. 



"დღეს აჭარის რეგიონში 4000-ზე მეტი მეთორმეტე კლასელისთვის ბოლო ზარი დაირეკა. მინდა თითოეულ მოსწავლეს მივულოცო სკოლის დამთავრება. ცხოვრების ახალ და მნიშვნელოვან ეტაპზე წარმატებებს გისურვებთ!დარწმუნებული ვარ, მომავალში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და წინსვლაში," - ნათქვამია განცხადებაში.