თელავში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს.
ქალაქის მთავარ მოედანზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ მოინახულონ ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა, სამხედრო ტექნიკისა და ტკბილეულის გამოფენები.
ასევე, ავიაციის სივრცე, რომელიც დღის განმავლობაში დატვირთული იქნება შემეცნებითი და საბავშვო აქტივობებით.
ღონისძიების ყველაზე პატარა სტუმრებს ადგილზე დახვდებათ ანიმატორები, ზღაპრის გმირები. ბავშვები მონაწილეობას მიიღებენ სახალისო კონკურსებსა და გათამაშებებში.
ტერიტორიაზე მოეწყო გიგანტური თოჯინა - პეტრე ოცხელის „მფრინავი“-და მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა.
თელავში საზიეიმო ღონისძიებები ჯგუფ ''მიქსტურას,, კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება.