საახალწლო დღეებთან დაკავშირებით, ბათუმის ავტოტრანსპორტი მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის გრაფიკს ახანგრძლივებს. როგორც სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, 25-დან 31 დეკემბრის ჩათვლით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი 18 საათიდან მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
„საახალწლო დღეებთან დაკავშირებით 25 დეკემბერს მუნიციპალური ავტობუსები 01:00 საათამდე, ხოლო 31 დეკემბერს - 02:00 საათამდე იმოძრავებს.
ამავე დღეებში, მუნიციპალური ტრანსპორტი 18:00 საათიდან მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება“,-აცხადებენ, ბათუმის ავტოტრანსპორტში.