ფოთში საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა დაიწყო

1541852014
ფოთში საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოებს ტენდრეში გამარჯვებული ჰოლანდიური კომპანია TAHAL GROUP აწარმოებს.
ხელშეკრულების მიხედვით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალაინერის ქსელის მოწყობა მთელი ქალაქის მასშტაბით, სამ წელიწადში უნდა დასრულდეს. ამჯერად, გრუნტის გაუწყლოვნება და პირველი მილის დამონტაჟება ნაბადის უბანში,ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარეობს. პროექტის მენეჯერის, მორის ტურისკის განცხადებით, მშენებლობაზე ჯერჯერობით 50 ადამიანია დასაქმებული, აქედან 15 ადგილობრივია და მათი რიცხვი 100-მდე გაიზრდება.
„მოგეხსენებათ წყლის დონე ფოთში საკმაოდ მაღალია, ამდენად ვახორციელებთ გრუნტების გაუწყლოვნებას სპეციალური დანადგარებით, რომ მოხდეს ძველი მილების ახლით შეცვლა. ასევე დაახლოებით 28 სატუმბი სადგური აშენდება. პირდაპირ რომ დაგვეწყო მიწის ამოთხრა ყოველგვარი გეგმის გარეშე, სასურველ შედეგს ვერ მივიღებდით. ამდენად წინამოსამზადებელი სამუშაოები, მაისის თვიდან დავიწყეთ. ამაში დიდი დახმარება გაგვიწია ადგილობრივმა ხელისუფლებამ და გამგეობამ.
მაქსიმალურად ვცდილობთ დავასაქმოთ ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე გვინდა ადგილობრივი ქვეკონტრაქტორები ავიყვანოთ, რაც სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს“,- განაცხადა პროექტის მენეჯერმა მორის ტურისკიმ. სამუშაოების ღირებულება 89 943 800 ლარს შეადგენს, მას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.