საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე (პაქსაძეები-კორტოხის მონაკვეთი) მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების პროცესში, 2024 წლის 19 ივნისის 23:00 სთ-დან 20 ივნისის 07:00 სთ-მდე, საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.