სენაკის მუნიციპალიტეტის 27 საბავშვო და ბაგა-ბაღში, სასწავლო-სააღმზრდელო წელი, განახლებული ინფრასტრუქტურით და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით დაიწყო.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის საბავშვო და ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
,,ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებას გილოცავთ.
ბავშვების განათლება და განვითარება ბაღიდან იწყება - ვაშენებთ, ვარემონტებთ ბაღებს, ვაუმჯობესებთ პირობებს, რათა პატარებს და მათ აღმზრდელებს სათანადო გარემო შევუქმნათ.
ამ დროისთვის მიმდინარეობს ოთხი ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა.
დავიწყეთ ძველი სენაკის, ფოცხოსა და ლეძაძამეს საბავშვო ბაღების ახალი კორპუსების მშენებლობა; დასრულების ეტაპზეა მესამე ბაგა-ბაღის მშენებლობის პროცესი.
მეოთხე ბაგა-ბაღში ასევე მოვაწყეთ სპორტული მოედანი.
ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.
განახლების ეს პროცესი შეუქცევადი იქნება.
წარმატებულ, სიახლეებით აღსავსე, ნაყოფიერ სააღმზრდელო წელს გისურვებთ“ - აღნიშნა ვახტანგ გადელიამ.
მიმდინარე სააღმზრდელო წელს, 900-მდე აღსაზრდელს კეთილმოწყობილი და სტანდარტების შესაბამისი გარემო დახვდა.