17:00 საათის მონაცემებით, არჩევნებზე იმყოფებოდა თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის ნახევარი. საკუთარი პოზიცია 27 332 ამომრჩეველმა დააფიქსირა.  


#17 საოლქო-საარჩევნო კომისიაში დღის განმავლობაში არცერთი საჩივარი არ შესულა. 

საარჩევნო უბნების დახურვამდე 2 საათზე ნაკლები დრო რჩება. შეგახსენებთ, რომ წელს საქართველოში არჩევნები ელექტრონულ ფორმატში მიმდინარეობს.