სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის მოჭადრაკემ, 10 წლის ნიკოლოზ გოგიამ, მიმდინარე წელს გამართულ რეგიონულ ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში, 13 წლამდე ჭაბუკ მოჭადრაკეთა შორის, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ნიკოლოზს არაერთი სპორტული მიღწევა აქვს: მიმდინარე წელს გამართულ ჩემპიონატზე, 120 მოჭადრაკეს შორის, 12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, 10 წლის მოჭადრაკემ, პირველი ადგილი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 2025 წელს ასევე გახდა ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მფლობელი. 2024 წელს - 12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, 9 წლის მოჭადრაკემ ჩემპიონის ტიტული და საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.
ნიკოლოზ გოგიას მასწავლებელია ტიტულოვანი მოჭადრაკე, მერაბ ჯღამაძე.




