ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი, თბილისში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული მავნე შედეგების თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციებს გასცემს: 

საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიხედვით, თბილისის ჰაერი საგრძნობლად დაბინძურებულია მყარი ნაწილაკებით (PM2.5 და PM10). 

გთხოვთ დაიცავით შემდეგი რეკომენდაციები, განსაკუთრებით ასთმის და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებმა:    
                             
▪️დარჩით შენობაში და შეზღუდეთ ქუჩაში ყოფნის დრო
▪️მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას გარეთ
▪️არ გაანიავოთ საცხოვრებელი სახლი ან ოფისი, სანამ ჰაერის ხარისხი არ გაუმჯობესდება.
▪️გამოიყენეთ შესაბამისი ნიღაბი: N95 ან FFP2 ტიპის რესპირატორი (ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღაბი ასეთი ზომის მყარ ნაწილაკებს ვერ აკავებს).
▪️მანქანაში ჩართეთ შიდა ჰაერის წმენდის რეჟიმი
▪️სახლი დაალაგეთ სველი წესით.

ჯანმრთელობას  გისურვებთ!