ზვიად ძიძიგური: დღევანდელი ხელისუფლების რეიტინგი კატასტროფულად დაბალია, მაგრამ ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, ისევ ხელისუფლება მოიგებს - ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„დღეს ოპოზიციას როგორ უნდა რომ წარმატებას მიაღწიოს? აი, ახლა ივანიშვილს სანქციას დაადებენ, იქ დეოლიგარქიზაციის კანონი იქნება - ანუ სახელისუფლებო ძალას სხვა დაამარცხებს და ესენი ხელისუფლებაში ავტომატურად მოდიან. ეს ასე არ ხდება, არჩევნებში უნდა მოიპოვო, პატივცემულო. ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, ისევ ხელისუფლება მოიგებდა.
„ნაციონალური მოძრაობა“ ალტერნატივას კი არ ქმნის, პოლიტიკურ ველზე დღითიდღე უფრო და უფრო მეტად კარგავს გავლენას და ეს ცუდი არ არის. პირიქით, იმიტომ, რომ ერთი-ერთზე - „ნაციონალური მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, მუდმივად სახელისუფლებო ძალა იგებს და მუდმივად მოუგებდა კიდევაც, იმიტომ, რომ ეს არ არის ის ძალა, რომელიც ასეთი ტიპის მონსტრს დაამარცხებს“, - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.