არაფორმალური მმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საქართველოში დღეს რაც არის, არის ის რომ როდესაც ის კაცი გაწეულია და ხეებით ერთობა, მე საერთოდ არ ვერჩი, თუნდაც ყველა ხე უყიდია სათითაოდ და გადაუხდია ძალიან ბევრი ფული. მაგრამ, როცა ის გაწეულია გვერდზე, ამ ქვეყანაში პასუხისმგებლობა ვერ იღებს ვერავინ, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა "ხალხის პოლიტიკაში" განაცხადა.
მისი თქმით, პასუხისმგებლობა ვერ იღებს ვერავინ საით უნდა წავიდეს ქვეყანა და რეალურად მმართველობა საერთაშორისო ინსტიტუტებზეა ჩაბარებული.
"რაღაცები არის, რომ გავიაზროთ, რა ხდება ქვეყანაში. მე მგონი 5.2%-იანი ზრდაა. ბოლო იყო 5.2%, მაგრამ საშუალო გამოდის 4.9%. წინა წლებს სჯობია, კარგია და ამაში ცუდი არაფერია. მე არ მიყვარს ხოლმე ერთი ხელის მოსმით თქმა, რომ არაფერი არ ხდება. რაღაცები არის მნიშვნელოვანი, რომელზეც ხმას არ იღებს არავინ. ამ შემთხვევაში "ოცნებას" ვგულისხმობ. ვიზალიბერალიზაციაზე და თავისუფალ ვაჭრობაზე, ამას გარდა არის ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა. ამაზე საერთოდ ლაპარაკობს ვინმე?! მუდისი არის ასეთი სარეიტინგო სააგენტო, რომელმაც გაზომვა დაიწყო თუ სწორად მახსოვს 2007 წელს. იმის მერე ვიყავით გაქვავებულები. შარშან გადაგვწია 1-ით ზემოთ. უმნიშვნელოვანესი ამბავი იყო. მარტო მე დავწერე Facebook-ზე, კაციშვილს ყურადღება არ მიუქცევია. კითხვა ის კი არ არის წინ ოდნავ მივდივართ თუ არა? კითხვა არის ის, რომ წინ ბევრად სწრაფად შეგვიძლია წავიდეთ თუ არა.
არაფორმალური მმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საქართველოში დღეს რაც არის, არის ის რომ როდესაც ის კაცი გაწეულია და ხეებით ერთობა, მე საერთოდ არ ვერჩი, თუნდაც ყველა ხე უყიდია სათითაოდ და გადაუხდია ძალიან ბევრი ფული. მაგრამ, როცა ის გაწეულია გვერდზე, ამ ქვეყანაში პასუხისმგებლობა ვერ იღებს ვერავინ. არის ხალხი, რომელმაც არ იციან საით უნდა წავიდეს ეს ქვეყანა. რეალურად მმართველობა ჩაბარებულია სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუციებზე. ანუ ქვეყანა იმართება რომ რაღაცები გავაკეთოთ ისე, რომ ევროკავშირის რეკომენდაციები შევასრულოთ, რომ არ ვაწყენინოთ იმათ. ნატო-სთან გვაქვს ყოველ წელს ვალდებულება და მოდი, არ ვაწყენინოთ და რაღაცები გავაკეთოთ ნატოსთან მიმართებაში. სავალუტო ფონდთან გვაქვს რაღაცები და სავალუტო ფონდი გვირჩევს რაღაც იდიოტობებს. სავალუტო ფონდია და როგორ შეიძლება მის ავტორიტეტს... იყო ასეთი ადამიანი, რომელიც დედას აგინებდა, მაგრამ ის ცოცხალი აღარ არის. იმათთან გვაქვს რაღაც-რაღაცა ვალდებულებები და ასე წვალებ-წვალებით, ზოზინით, ნელ-ნელა მართლა მივჩოჩავთ წინ, მაგრამ თუ გვინდა რომ ეს ქვეყანა წავიდეს წინ, ფეხზე უნდა გვეკიდოს ესენი ყველა ვინც ჩამოვთვალე. მხოლოდ სწრაფი განვითარება უნდა გვადარდებდეს, მაგისთვის არსებობს კონკრეტული ფორმულები. ამას სჭირდება პოლიტიკური ტრ...ი, ბოდიში ამ სიტყვისთვის. ქვეყანაში ტრ...ი არ არის, ვისაც ტრ...ი აქვს ის ხეებით ერთობა", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.




