პარტია "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ "დედა ენის" ბაღის მიდაამოებიდან საპროტესტო აქციის მონაწილეებს პოლიციამ შეშა, კასრები და გენერატორი მოპარა.
"20.00-ზე აქციაა პარლამენტის წინ კომენდანდტის საათს არ ვემორჩილებით და ვაწყობთ მსვლელობას მსვლელობა მთავრდება დედა ენის ბაღში, სადაც ვაპირებთ ღამის გათევას მუსიკის ფონზე ჰოდა ცოტა ხნის წინ პოლიციამ დედა ენის ბაღის მიდამოებიდან მოგვპარა: 1 მანქანა შეშით და კასრებით 1 მანქანა გენერატორით ახლა ვფიქრობ როგორ დავუმტკიცო ელჩებს რომ ნამდვილად გვყავდა და მოგვპარეს" -წერს ზურაბ ჯაფარიძე.