თუ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა, ბევრად მეტი ადამიანი მისცემს მათ წინააღმდეგ ხმას და სხვაობა იქნება იმდენად დიდი, რომ არც გაყალბება, არც შანტაჟი, არაფერი არ უშველით. ხალხი წალეკავს, - ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
„უნდა მოხდეს იმის უზრუნველყოფა, რომ არჩევნებზე გამოვიდეს რაც შეიძლება ბევრი ადამიანი. ანუ საბოლოო ჯამში, გამარჯვების ფორმულა არის, დიდი რაოდენობით, ზღვა ადამიანებში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომლებიც მიდიან საარჩევნო უბანზე და აძლევენ ხმას. საბოლოო ჯამში „ქართული ოცნების" ხმების ლიმიტი, რომელიც მათ შეუძლიათ დააორგანიზონ ნაწილი ფულით, ნაწილი შანტაჟით, ნაწილი სუსით და ნაწილი შსს-თი და ა შ... მაგას აქვს თავისი ლიმიტი. თუ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა, ბევრად მეტი ადამიანი მისცემს მათ წინააღმდეგ ხმას და სხვაობა იქნება იმდენად დიდი, რომ არც გაყალბება, არც შანტაჟი, არაფერი არ უშველით. ხალხი წალეკავს",- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.