აქ აღარ არიან [„ქართულ ოცნებაში], პირობითად, ზვიად ძიძიგურები, თამარ ჩუგოშვილები, ეკა ბესელიები, ეს ის ხალხია, რომლებსაც კრიტიკული მომენტი რომ დაუდგათ, რაღაცას ხელია არ მოაწერეს - ამის შესახებ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
„ეს ხალხი მზად არის ნებისმიერ რამეს მოაწეროს ხელი, ოღონდ არ დაკარგონ ძალაუფლება, ნებისმიერ რამეს! ეს ჩანს განსაკუთრებით ბოლო ფორმაციაში. „ოცნებაში“ ყველა ყველაფერზე ხელის მომწერი ხალხი არის, მათ შორის ესენია ის ხალხი, რომლებმაც იმ რუსულ კანონს მხარი დაუჭირა. აქ აღარ არიან, პირობითად, ზვიად ძიძიგურები, თამარ ჩუგოშვილები, ეკა ბესელიები, ეს ის ხალხია, რომლებსაც კრიტიკული მომენტი რომ დაუდგათ, რაღაცას ხელია არ მოაწერეს და ამ ფორმაციაში ასეთი ხალხი არსებობენ, ესენი არიან ყველაფერზე ხელის მომწერი ხალხი. ამას ნიჭი უნდა რომ ეგეთები შეკრიბო“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.