გახარიას მინისტრობის დროს პანკისში მოლოტოვი კი არა, ჩვეულებრივი ხელჩართული ომი იყო ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის. მანქანები დაწვეს და არც ერთი არ დასჯილა, - ამის შესახებ გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„ბრალდებაა, რომ თითქოს მან მოლოტოვი ისროლა, რომელიც, ჯერ ერთი, არ დასტურდება, მეორეც, სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ რომ გადავახვიოთ, გვახსოვს, რა ხდებოდა პანკისში, როცა გახარია იყო მინისტრი. პანკისში მოლოტოვი კი არა, ჩვეულებრივი ხელჩართული ომი იყო ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის. მანქანები დაწვეს და ერთი ამბავი იყო - არც ერთი არ დასჯილა, იმიტომ, რომ მაშინ მოხდა პოლიტიკური შეთანხმება, იგივე უნდა მოხდეს ლაზარეს შემთხვევაშიც“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ მამის დაჭრის საქმეზე ლაზარე გრიგორიადისს 1 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.