"ვერ შეძლეს ისტორიის გადაწერა, ვერ შეძლეს თავისუფლების წყურვილის ჩაკვლა, ვერ შეძლეს ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის იდეის გაცამტვერება. ხვალაც რომ დასრულდეს სიცოცხლე, ეს სიმშვიდე გამყვება" - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომელიც ბოლო დღეებში რუსთაველის გამზირზე გამართულ ხალხმრავალ საპროტესტო აქციებს ეხმაურება.

"როდესაც ამ ბოლშევიკებმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს, ყველაზე დიდი სადარდებელი ეს მქონდა:

შეძლებდნენ თუ არა ისტორიის გადაწერას;

მონობისთვის თავისუფლების დარქმევას;

ახალგაზრდებში მომავლის იმედის ჩაკვლას.

ერთი მხრივ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ და, მეორე მხრივ, საოცარი სიმშვიდე მოაქვს იმის გააზრებას, რომ ვერ შეძლეს.

ვერ შეძლეს ისტორიის გადაწერა, ვერ შეძლეს თავისუფლების წყურვილის ჩაკვლა, ვერ შეძლეს ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის იდეის გაცამტვერება.

ხვალაც რომ დასრულდეს სიცოცხლე, ეს სიმშვიდე გამყვება.

მადლობა თქვენ ყველას ამისთვის საქართველო გაიმარჯვებს დიდება გმირებს ძალა ერთობაშია" - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.