ამის შესახე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა „აიპრესთან“ განაცხადა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, თქმით ის ვერ გაიზიარებს ოპოზიციის აზრს, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პოლიტპატიმარია. „რა საკვირველია ეს სასაცილოა. ვერ გავიზიარებ ამ მოსაზრებას. არავითარი პოლიტიკური პატიმარი ის არ არის, საერთოდ მას არაფერი პოლიტიკასთან არ ესაქმება. ის იყო მაღალი თანამდებობის პირი და ბრალი ჰქონდა წაყენებული სახელმწიფოს ფულის დიდი ოდენობით გაფლანგვაში. რა პოლიტპატიმარი ეს არის? ის არის ჩვეულებრივი კრიმინალი- დამნაშავე და ამაზე ბრალი თვითონ აქვს აღიარებული. ეს არის და ეს. აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია. ასეა დაკავებული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსანი ფულის გაფლანგვასთან დაკავშირებით. სახელმწიფო ხაზინას ვინც შეეხება, ის უნდა დაისაჯოს. პოლიტპატიმრობაზე ლაპარაკი ზედმეტია”. გიგი უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, დასავლეთიდან საკმაოდ მკაცრი წერილები მოვიდა, კონგრესმენებისგან, სენატორებისგან... არა! არა! ახლა თქვენ კოცონს ანთებთ. სენატორები, კონგრესმენები, დაახვავეთ ბევრი რამე... პირველი, ეს არის დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყანა. მას აქვს უფლება თავისი ბედი განსაზღვროს ისე, როგორც მას სურს. რა საკვირველია გასათვალისწინებელია ჩვენი მეგობარი ქვეყნების მოსაზრებები, და ვართ ინტეგრირებული თუნდაც NATO - ს თემასთან, ევროპულ ქვეყნებთან დაკავშირებით, ვიზიარებ მათ ზოგიერთ დირექტივებს, ვმონაწილეობთ სამხედრო მისიებში, ინტეგრაცია სახეზეა. საქართველო აღიარებულია როგორც ერთი კარგი ქვეყანა, რომელიც დიდი სირთულეებით ცხოვრობს, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აქვს, არის გამოწვევები, მაგრამ, ის დგას ღირსეულად. კონგრესმენს უფლება აქვს, თუმცა, თუ მეგობრები არიან.... ეს არ არის მეგობრული ტონი, ასეთი დამოკიდებულება, ასე ჩარევა, ქვეყნის ამრევი განცხადებების გაკეთება, ეს არ არის მეგობრობა. ამიტომ, ჩაიხედონ საქმეში და საკუთარ თავს დაუსვან ასეთი კითხვა: ასეთი პერსონა, თანამდებობის პირი, რომელიც 50 მილიონს ფლანგავს, რეჟიმმა რომელმაც ხალხი დახოცა და ქვეყანა გააცამტვერა.... თავიანთ ქვეყანაში ასეთ პიროვნებებს როგორ პასუხს გასცემდნენ? ამიტომ, ძალიან ნუ მივაჩვევთ ამ ადამიანებს საქართველოს როგორც უნდათ ისე გაუარ-გამოუარონ. კეთილი ინებონ, კარგად ჩაიხედონ დოკუმენტებში, კარგად ჩაიხედონ პროცესებში, მასალებში და ამის მერე გააკეთონ ეს განცხადებები. ვიღაც კონგრესმენს ასე მოუნდეს, აქვს უფლება თუა რა გააკეთოს... ასე ნუ დავახვავეთ, რახან ამერიკელია, რახან კონგრესმენია, დავიღუპეთ თუ რაღაცას ამბობს?! ჩვენ ჩვენი ღირსება ხომ გვაქვს, მთავარი პერსონა, მთავარი მოქალაქე საქართველოს მოსახლეობაა, რომელიც არჩევანს აკეთებს, ირჩევს ხელისუფლებას და მას აქვს საკუთარი შეფასება. რაც საქართველოს მოსახლეობამ განიცადა და დატრიალდა მათ თავზე, რა იციან კონგრესმენებმა? განიცადონ მაშინ მსგავსი რამე და მერე გააკეთონ განცხადებები. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მეგობრებს, მაგრამ, კარგად უნდა შეგვეძლოს თავმოყვარე ერს თავის დაცვა და პასუხის გაცემა. კრიმინალი და პოლიტიკური თემები უნდა გაიმიჯნოს. ასე რომ აქ საშიშის ვერაფერს ვხედავ. თუ მეგობრები არიან მეგობრულად მოიქცნენ. ჩვენ მეგობრობაზე უარს არ ვამბობთ და არავის ვამცირებთ. 2020 წლის არჩევნებზე ოპოზიცია სავარაუდოდო გაერთიანდება, როგორ ფიქრობთ, მმართველ პარტიას აქვს გამარჯვების შანსი? აქ კითხვის ნიშნებიც არ უნდა დაისვას. მე შორს ვარ იმ აზრისგან და პროცენტებზე ვილაპარაკო. გამარჯვება?! ამ ხალხთან ვინც პოლიტიკურ ოპოზიციას ირქმევს? ეს არის პოლიტიკური ჭაობი. საქმე იმაშია, როგორ უნდა წავიდეს რეფორმები, როგორი ადამიანები უნდა გამოჩდნენ. მე მომხრე ვარ გაჩნდეს პოლიტიკური პარტიები... ესენი უნდა გავიდნენ პოლიტიკური ასპარეზიდან. მათ ქვეყნის არევის, შანტაჟის და ხელში ძალაუფლების ჩაგდების გარდა არაფერი გაუკეთებიათ. ეს არ არის ოპოზიცია, ამიტომ, ჯერ ოპოზიცია უნდა დაიბადოს, და გაჩდება კიდევაც... აქ რა ოპოზიციაზეა ლაპარაკი, ადამიანები შეიკრიბნენ სხვადასხვა გვარებით, სახელებით, სხვადასხვა პარტიების დასახელებით, ერთი სულისკვეთებით. ერთი „ნაციონალური მოძრაობაა“ და ნურავინ ეცდება... ეს არის ლუსტრაციის უნიკალური მაგალითი. ნურავინ დაიტრაბახებს, „ოცნება“ უნდა გაუშვათ და მიშა უნდა მოუშვათ და.. ეს ზღაპრები ელაპარაკონ ერთმანეთს. ასე, რომ ამ პროცესს არ ვუყურებ სერიოზულად. პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდა ახალი პოლიტიკური ძალა „ლელო“. მიუხედავ იმისა რომ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რამდენად აქვთ მათ პარლამენტში მოხვედრის შანსი? არ ვთვლი, რომ ახალი ძალაა, ახალი სახეებით. არ ვთვლი რომ ეს სერიოზული თემა იქნება. არ მგონია. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ითხოვს და მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს დაყადაღებული იქნას ბიძინა ივანიშვილის ანგარიშები. წარმოუდგენელია. მე მეგობრულად გეუბნებით ერთ რამეს. მაოცებს ერთი რამე. ინტერნეტის ხანაა, „იუთუბი“ არსებობს, როგორ კაცო, ნახოს მაინც გუშინ რას ამბობდნენ, რა აზრებზე იყვნენ, ვისთან რას აკეთებდნენ, რას ალაგებდნენ აი ასეთი ნამუსგარეცხილობა და ამის გამართლება იმისი, რომ პოლიტიკაა წარმოუდგენლად მეჩვენება. როგორ ზიან ერთმანეთის გვერდით, როგორ უყურებენ თვალებში. თქვენ მიერ დასახელებულ პერსონას ეკითხებიან, გუშინ რომ უგულავაზე ამას იძახდი, დღეს რეებს იძახდიო... პასუხმა გამაოგნა. გუშინ, გუშინ იყოო, დღეს დღეს არიო და ხვალ ხვალ იქნებაო. ასეთ ადამიანთან როგორ უნდა იმეგობრო, ან როგორ უნდა ენდო, ან როგორ უნდა ანდო ქვეყნის ბედი. წარმოუდგენელია, ამას ხო ქვეყნის მოსახლეობა უყურებს. სანამ პოლიტიკოსები ვხდებით ადამიანები ხომ უნდა ვიყოთ? როგორ შეიძება კალიასავით ხტოდე ერთი პოზიციიდან მეორე პოზიციაზე. ხან პუტინს წერს მეილებზე, „დაუნ ვე დიქტეიტე დაუნ“ იძახის ამერიკაში, ახლა ანგარიშების დაყადაღებაო... ძალაინ გამაცინეთ... არ არი ეს სერიოზული, სჯობს სხვა რამით დაკავდნენ და არა ქვეყნის თამაშით.