ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"2003 წელი: "კარგმა დიასახლისმა 14 ლარი თვიდან თვემდე უნდა იმყოფინოს" (c) ნანული შევარდნაძე, მოქალაქეთა კავშირი.

2018 წელი: "საქართველოში ხალხს რომ უჭირდეს, გამხდრები იქნებოდნენ" (c) გუგული მაღრაძე, ქართული ოცნება.

გავუშვათ ქართული ოცნება იქ, სადაც მოქალაქეთა კავშირი - ისტორიის სანაგვეზე", - წერს ზაალა უდუმაშვილი.