„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები უსამშობლო ადამიანები არიან. მათგან თითქოს აღარაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს, თუმცა ამას მაინც ახერხებენ“, - ამის შესახებ მედიასთან პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა.
ზაალ მიქელაძემ „ევრონესტის“ რეზოლუციასთან დაკავშირებით ოპოზიციის საბოტაჟი შეაფასა.
„ისინი ისეთ საკითხებშიც კი არ არიან ადეკვატურები და უცხო ძალების ინტერესებს ატარებენ, რაც არა პარტიულ ინტერესებს, არამედ - ამ ქვეყნის მომავალს ეხება. „ევრონესტის“ რეზოლუციასთან დაკავშირებითაც ეს მოხდა.
ოპოზიციამ „ევრონესტის“ რეზოლუციასთან დაკავშირებით აშკარად მოიტყუა, რადგან ჯერ განაცხადეს, რომ ტექსტი დასაკორექტირებელი იყო, შემდეგ კი, რომ თითქოს ის საერთოდ არ უნახავთ. აბა, რის დაკორექტირებას აპირებდნენ? თუმცა, კონკრეტულად „რესპუბლიკური პარტიისგან“ სხვას რას უნდა ველოდოთ. მათ არასდროს ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი უკეთებიათ, მაშინაც კი, როცა ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ. მხოლოდ იმაზე იყვნენ ორიენტირებულები, საერთო საქმე გაეფუჭებინათ“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.