"მოსახლეობამ მოისმინა პრემიერ-მინისტრის განცხადება და დასახული ღონისძიებები სურსათის მართლაც რომ მაღალ ფასების პრობლემასთან დაკავშირებით", - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, პრემიერის განცხადება არის ერთგვარი "ყვითელი ბარათი" ბაზრის ცალკეული მოთამაშეებისათვის, რომ გონს მოეგონ.

"მოსახლეობამ მოისმინა პრემიერ-მინისტრის განცხადება და დასახული ღონისძიებები სურსათის მართლაც რომ მაღალ ფასების პრობლემასთან დაკავშირებით. ეს განცხადება არ გაკეთდებოდა, ის არ ითქმებოდა რაც ითქვა (მაგ. შესაძლო კარტელურ გარიგებებზე), ხელისუფლებას რომ სათანადო ინფორმაცია არ ჰქონოდა ამაზე. შესაბამისად, ჩემი აზრით, ეს განცხადება არის ერთგვარი "ყვითელი ბარათი" ბაზრის ცალკეული მოთამაშეებისათვის, რომ გონს მოეგონ", - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ცნობისათვის: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ მთავრობა აქტიურად იმუშავებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მიაღწიონ. პრემიერის თქმით, თხოვნით მიმართავს პარლამენტს, რათა საკითხის შესაფასებლად შექმნას საპარლამენტო კომისია. ირაკლი კობახიძემ სამართალდამცავ უწყებებს საკითხის სიღრმისეული შესწავლისკენ მოუწოდა.