"გლობალურმა ლიბერალურმა მოდელმა ჯერ ვერ გაიმარჯვა. მას სერიოზული წინააღმდეგობა ხვდება, მათ შორის პატარა საქართველოს მხრიდანაც", - ამის შესახებ ანალიტიკოსი  პოლიტიკურ საკითხებში ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

"1992 წელს ამერიკელმა ფილოსოფოსმა და პოლიტოლოგმა ფრენსის ფუკუიამამ გამოუშვა წიგნი "ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი," რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა.

მართალია ოპონენტებთან მწვავე პოლემიკის შედეგად, მას მოუწია წიგნში გამოთქმული ზოგიერთი მოსაზრების გადახედვა, მაგრამ წიგნის მთავარი იდეა - დასავლეთის ლიბერალური მოდელის გლობალური გამარჯვება, გზამკვლევად და სტრატეგიად იქნა აღებული კოლექტიური დასავლეთის მიერ და დღესაც ძალაშია. დასავლეთის ელიტების დიდი ნაწილი ფაქტიურად ავად არის ამ გამარჯვების იდეით. 

თუმცა, 33 წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ფუკუიამა შეცდა. გლობალურმა ლიბერალურმა მოდელმა ჯერ ვერ გაიმარჯვა. მას სერიოზული წინააღმდეგობა ხვდება, მათ შორის პატარა საქართველოს მხრიდანაც"- წერს ზაალ ანჯაფარიძე.