ასეთი რამ ცესკოს არსებობის ისტორიაში არ მომხდარა. ვფიქრობ საკმარისი საფუძველია სისხლის სამართლის საქმის აღძვრისათვის," - ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება ცესკოს სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებას, სადაც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა შავი საღებავი შეასხა.

"რამდენიმე წუთის წინ ცესკოს სხდომაზე მოხდა ნაცმოძრაობის წარმომადგენლის უბინძურესი, პროვოკაციული თავდასხმა ცესკოს თავმჯდომარეზე. ეს დაინახა ყველამ პირდაპირ ეთერში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც, ადგილობრივმა დამკვირვებლებმაც. ასეთი რამ ცესკოს არსებობის ისტორიაში არ მომხდარა. ვფიქრობ საკმარისი საფუძველია სისხლის სამართლის საქმის აღძვრისათვის.

ყველამ დაინახა თუ რა მეთოდებით მოქმედებს ოპოზიცია და მათთან შინ თუ გარეთ აფილირებული ჯგუფები. სწორედ მათგან ზურგგამაგრებულმა ნაძირალამ გაბედა ეს ველოდებით რეაქციებს პრეზიდენტწოდებულისგან, უფლებადამცველებისგან და და საელჩოებისგან. თუმცა, წინასწარ ცნობილია თუ რასაც წაილუღლუღებენ.

მოკლედ კიდევ ერთი თვალსაჩინო მტკიცებულება, რომ ნაცმოძრაობის სახით საქმე გვაქვს ტერორისტულ სექტასთან. ამიტომაც უნდა აიკრძალოს ის!" - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ცნობისათვის: ცესკოს სხდომა, რომლის დღის წესრიგში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჯამების საკითხი დგას, დაპირისპირებით დაიწყო.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, როგორც სიმბოლო არჩევნების გაყალბების.

დავით  კირთაძე დარბაზიდან მანდატურის სამსახურმა გაიყვანა.

"შენ ხარ სირცხვილი, ჩვენი ქვეყნის სირცხვილი და შავი ლაქა" - უთხრა დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარეს. 

ამ წუთებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიის სხდომა შეჩერებულია. 

ცესკო დღეს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს შეაჯამებს - ოპოზიცია ცესკოს შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს