აქ ხედავთ ევროკავშირის ბანერს? არა? სამაგიეროდ ვხედავთ ხელისუფლებას რომელმაც ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქართველების სისხლის გუბეებით, მოკლული ადამიანების სახურავზე შემოლაგებით, 800-ზე მეტი დაპატიმრებული ადამიანით მიულოცა... დილისთვის საკუთარი მოქალაქეების სისხლი გადარეცხეს, სამხედრო აღლუმი და კონცერტი ჩაატარეს, ხოლო ჯალათებს ღირსების ორდენები დაკიდეს, ამ დროს, 2 - ი მიცვალებული ისევ სახურავზე იყო შემოდებული - ამის შესახებ  თბილისის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ვლადიმერ ბოჟაძე, 26 მაისის დეკორაციებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე წერს.

წლევანდელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი სლოგანით ,,თავისუფლების სიყვარულით" გაიმართება, საქართველოს დროშებით არის მოფენილი მთელი საქართველო და თბილისი,  სუვერენიტეტი და თავისუფლება არის ჩვენი უმთავრესი ღირებულება, დიახ ღირსებით გავხდებით ევროკავშირის და ნატოს წევრები, ხოლო ომის და ღალატის პარტიას, ბოროტების სავანეს ,,ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში არასდროს დავაბრუნებთ!“ - წერს ბოჟაძე facebook - ზე.

ცნობისთვის, თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამზადისია. პარლამენტის შენობაზე 26 მაისისადმი მიძღვნილი ბანერები და საქართველოს დროშაა გამოფენილი, მათ შორის კი წელს არ არის ევროკავშირის დროშა. თუმცა, აღმართულია პარლამენტის შენობის წინ, რკინის ღერძზე. ფაქტს, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.