ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მოქმედი მინისტრი, გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნება.  ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ გახარია ასევე იქნება ვიცეპრემიერი. 

გთავაზობთ გიორგი გახარია ბიოგრაფიას:

განათლება და კვალიფიკაცია:

2002 - 2004 - მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უმაღლესი ბიზნეს სკოლა - ბიზნესის მართვის მაგისტრი (MBA)
1994 - 2000  - მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტოლოგიის ფაკულტეტი - პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი
1992 - 1994 - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის  ფაკულტეტი

პროფესიული გამოცდილება:

27.11.2016–დან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
2014 წ. დეკემბერი  -  2016 წ. სექტემბერი  – ეკონომიკური საბჭოს მდივანი
2013 წ. მარტი – 2016 წ. ივლისი  –  საქართველოს ბიზნესომბუდსმენი
2008 წ. ნოემბერი  –  2013 წ. თებერვალი  – Lufthansa Service Holding AG. LSG, Frankfurt am Main, Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში
2006 წ. სექტემბერი – 2009 წ. მაისი  – მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწევეული ლექტორი       
2004 წ. მაისი  – 2008 წ. ნოემბერი  –  SFK Group - გენერალური დირექტორი 

ენები: ინგლისური, რუსული