ვენეციის კომისია ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტების განხილვის თხოვნით მიმართა.

„2023 წლის 8 მარტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიას თხოვნით მიმართა, განიხილოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა” და უცხოური აგენტების რეგისტრაციის” შესახებ კანონპროექტი“, – ნათქვამია ვენეციის კომისიის ინფორმაციაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადების თხოვნით მიმართა.