.„საერთო ოპოზიციური სახელით, დღეს გაგაცნობთ გარკვეულ საკითხებს, რომელიც ასევე სამოქალაქო სექტორთან, ყველა ჯგუფთან არის შეთანხმებული, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები და მოთხოვნები იქნება ჩვენი მხრიდან. მოთხოვნა შედგება ორი საკითხისგან. პირველი,ვაშა ჩვენი ეს ხელები ჩვენი ერთიანობისა და ერთ მუშტად შეკვრის ის ნათელი გზაა, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს" - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის"ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე - "არა რუსულ კანონს" განაცხადა.
"ზუსტად ერთი საათი ველოდებით ამ რუსეთის ინტერესების გამტარებლებს, რომ გააკეთონ განცხადება, გაიხმონ კანონი პარლამენტიდან და გაათავისუფლონ გუშინ დაკავებული ადამიანები. სხვა შემთხვევაში, ჩვენ გადავალთ შემდგომ ნაბიჯებზე. რა ნაბიჯი იქნება – ერთ საათში, ვიდრე ველოდებით და შემდეგ აქედან მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, გონს მოეგე და დათანხმდი ხალხის ნებას. დაუყოვნებლივ გაიწვიეთ ეს რუსული კანონი პარლამენტიდან და ერთ საათში თუ არ მივიღებთ პასუხს, მაშინ გამოვაცხადებთ კონკრეტულ ნაბიჯს, რომელიც უნდა გადავდგათ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.