თეა წულუკიანის მხრიდან ადგილი აქვს არაკომპეტენტურ და შურისმაძიებლურ გამოხტომებს - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა.
„ბუნებრივია, იუსტიციის მინისტრიც რომ იყოს, არ ეკადრება ასეთი განცხადების გაკეთება. რატომ აქვს კულტურის მინისტრს შეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სამართლებრივ საკითხებთან, არ უნდა ერეოდეს ამ საკითხებში.
წულუკიანის მხრიდან ადგილი აქვს არაკომპეტენტურ და შურისმაძიებლურ გამოხტომებს, ასეთი აგდებული და ცინიკური დამოკიდებულება, სახელმწიფო თანამდებობის ასე ბოროტად გამოყენება არავის არ ეკადრება.
პირადად თეა წულუკიანს არ ვიცნობ, მამამისს ვიცნობდი, მოსამართლე იყო და ასეთი ცინიზმი მისთვის არ შემიმჩნევია“ - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.
ცნობისათვის, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი და მისი ადგილი ციხეშია.