"ნაციონალურ მოძრაობას“ აქამდე უნდა ეთქვა, რა იყო ის პირობები, რა პირობებშიც სააკაშვილის გათავისუფლების შემთხვევაში დაიწყებდნენ თანამშრომლობას, მაგალითად, 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ბოიკოტის ნაცვლად, სამუშაო პროცესში ჩაერთვებოდნენ და, საბოლოო ჯამში, ევროკავშირთან გავიდოდით არა ცალ-ცალკე , არამედ ერთად შეთანხმებული პოზიციით, რაც ახლა, ამ ისტორიულ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია. სააკაშვილის გათავისუფლება ამის ნაწილია." - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, "გირჩის" წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

ვერავინ დაიჯერებს, რომ აქ მოხდა დეპოლარიზაცია, როცა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეში ზის და მისი პარტია გუდაურში დადის მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებზე და საუბრობს საარჩევნო კოდექსზე. არ ვიცი, ლობისტები რა მიზნით არიან დაქირავებული, მაგრამ რაც აგიწერეთ, ეს პროცესი ყველასთვის დამაზიანებელი იყო და, როგორც ჩანს, დაინახეს, რომ საჭიროა ჭკუათმყოფელი კონსულტანტი, როგორ აწარმოონ ეს კამპანია. ადამიანებია საჭირო, ვინც ამ პროცესს საღი აზრის დონეზე დაგეგმავენ. რასაც ვუყურებთ, კაციშვილი პატრონი არ არის, ვინც ოჯახის მდგომარეობას გაითვალისწინებს და ადეკვატურ განცხადებებს გააკეთებს. ლობისტების დაქირავება გონივრულია.

რა შეეხება „ემპათიას“, ერთი დიაგნოზიც საკმარისია, რომ ადამიანი გარდაიცვალოს. ციხიდან გაშვება, იცით, რას ნიშნავს? კაცი ექვს თვეში უნდა მოკვდეს. ნუთუ მართლა გვინდა, ისე გავუშვათ, რომ ექვს თვეში მოკვდეს? ამ დასკვნებში ბოდვა წერია. არ შეიძლება ასეთი დასკვნების წერა, მით უმეტეს, 3 000-გვერდიანის, და საზოგადოებისთვის წარდგენა, რომელშიც ვერაფერს გაიგებ. ამის გამო არის ეს მდგომარეობა. ჩემი აზრით, ძალიან არაკომპეტენტურები არიან. თვითდაზიანების პროცესია“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან.